აზერბაიჯანული Azeri LT CIF ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე 0,31 დოლარით, ანუ 0,4%-ით გაიზარდა და ბარელზე 88,82 აშშ დოლარი შეადგინა.

Brent-ის ნავთობის ივნისის ფიუჩერსები ბარელზე 87,29 დოლარად იყიდებოდა.

აზერბაიჯანის სახელმწიფო ბიუჯეტში ნავთობის საშუალო ფასი 2024 წლისთვის ბარელზე 60 დოლარი იყო.

Azeri Light-ის ყველაზე დაბალი ფასი 2020 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა და $15,81 შეადგინა, ხოლო ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი $149,66  2008 წლის ივლისში დაფიქსირდა.