2024 წლის იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანულმა ბანკებმა ფულის სწრაფი გადარიცხვის სისტემებით 317,9 მილიონი მანეთი მიიღეს.
როგორც ადგილობრივი მედია აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით იუწყება, საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანული ბანკებიდან საზღვარგარეთ გაგზავნილმა თანხებმა 87,4 მილიონი მანათი შეადგინა.
2023 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, აზერბაიჯანში ფულადი გზავნილები 31,2%-ით (144,5 მლნ მანეთი) შემცირდა, ხოლო აზერბაიჯანული ბანკებიდან საზღვარგარეთ გზავნილები - 29,6%-ით (36,7 მლნ მანეთი).