2023 წელს აზერბაიჯანმა 72,047 მილიონი დოლარის (-17,6%) სასუქების იმპორტი განახორციელა - ამის შესახებ ინფორმაციას report.az აზერბაიჯანის  სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს

საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანის სასუქის ექსპორტის ღირებულებამ 83,811 მლნ აშშ დოლარი (-2,5-ჯერ ) შეადგინა.

სასუქის იმპორტის ხარჯებმა  აზერბაიჯანის მთლიანი იმპორტის დანახარჯების 0,4% შეადგინეს, ხოლო ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები ქვეყნის მთლიანი ექსპორტის შემოსავლის 0,25%.-ია.