აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიური მილსადენის (SCP) სიმძლავრის გაზრდაზე მუშაობს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ბაქოს სურს, ევროპაში გაზის ექსპორტის გაზრდის ამოცანა შეასრულოს.

„2021 წელს ევროპას სულ 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიეწოდება; 2027 წლის ბოლოსთვის ჩვენ გვინდა, მივაღწიოთ  წლიურ ექსპორტს 16 მილიარდი კუბური მეტრამდე,“ განუცხადა Trend-ს წყარომ.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანის მიზანია ევროპაში აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირების გაორმაგება.

სრულად წაიკითხეთ აქ.