ავსტრიის კანცლერის მოვალეობას საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდერ შალენბერგი შეასრულებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდერ შალენბერგი კანცლერის მოვალეობას დროებით, ქვეყანაში ახალი მთავრობის შექმნამდე შეასრულებს.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა თანამდებობა დატოვა, მას შემდეგ, რაც კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ მის კონსერვატიულ „სახალხო პარტიასა“ და „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა.
ავსტრიის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვან დერ ბელენმა ახალი მთავრობის შექმნა ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ლიდერს, ჰერბერტ კიკლს დაავალა.