ავსტრალიურმა სამთო მომპოვებელმა კომპანიამ Rio Tinto–მ მიაღწია შეთანხმებას ამერიკულ-ავსტრალიური ლითიუმის მწარმოებელი კომპანიის Arcadium-ის ყიდვაზე 6,7 მილიარდ დოლარად – ინფორმაციას მედია ავრცელებს.

„Arcadium Lithium-ის შეძენა მნიშვნელოვანი ნაბიჯია Rio Tinto-ს გრძელვადიან სტრატეგიაში, რათა ააშენოს მსოფლიო კლასის ლითიუმის ბიზნესი ალუმინის და სპილენძის არსებულ ოპერაციებთან ერთად ენერგეტიკული გადასვლისთვის საჭირო მასალების მიწოდებისთვის“, - თქვა Rio Tinto-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიკობ სტრაუსხოლმმა.

გარიგება ორივე კომპანიის დირექტორთა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა და სავარაუდოდ 2025 წლის შუა რიცხვებში დასრულდება.

interfax