ავიაკომპანია „ვიზ ეარმა“ ისრაელის მიმართულებით ფრენები 2025 წლის 14 იანვრამდე შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს.

უნგრული ავიაკომპანიის, Wizz Air-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოქტომბერში ისრაელის მიმართულებით კვირაში 270-ზე მეტი რეისი იყო დაგეგმილი, მათ შორის უნგრეთიდან კვირაში 14 ფრენა.

როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, ფრენების შეჩერების მიზეზი რეგიონში არსებული ვითარებაა.

1tv.ge