ავსტრალიური ავიაკომპანია Qantas Airways გეგმავს დაახლოებით 19 საათიანი რეგულარული უწყვეტი ფრენების დაწყებას სიდნეიდან ლონდონსა და ნიუ-იორკში – ამის შესახებ ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა ვანესა ჰადსონმა განაცხადა.

ეს იქნება ყველაზე გრძელი საჰაერო მარშრუტები მსოფლიოში, წერს Financial Times. ამჟამად სიდნეიდან ამ ორ ქალაქში მხოლოდ ტრანსფერით არის შესაძლებელი ფრენა, ვინაიდან თანამედროვე თვითმფრინავების მაქსიმალური დიაპაზონი არ აძლევს მათ საშუალებას დაფარონ ასეთი მანძილი.

Qantas მიზნად ისახავს ფრენების დაწყებას 2027 წელს, შეკვეთილი უახლესი Airbus A350-1000 Ultra Long Range თვითმფრინავების მიწოდების შემდეგ. პირველი მიწოდებები მოსალოდნელია 2026 წლის ბოლოს.

კომპანიის მენეჯმენტი დარწმუნებულია მსგავს ფრენებზე მოთხოვნაში, მიუხედავად იმისა, რომ მათი ღირებულება დაახლოებით 20%-ით მეტი იქნება, ვიდრე არსებული მარშრუტები ტრანსფერებით.

"არსებობენ მგზავრები, რომლებიც აფასებენ ფრენის შესაძლებლობას წერტილიდან წერტილამდე გადაჯდომის გარეშე. აფასებენ პრემიუმ გამოცდილებას და მზად არიან გადაიხადონ ამისთვის", - თქვა ჰადსონმა.

ვრცლად interfax–ზე