აშშ უკრაინისთვის 375 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემას გეგმავს.
როგორც Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, სამხედრო დახმარების პაკეტი საპატრულო კატარღებს, HIMARS-ის სისტემებისთვის დამატებით საბრძოლო მასალას, 155 და 105 მმ კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალასა და სხვა სათადარიგო ნაწილებს მოიცავს.
ცნობისთვის, სამხედრო დახმარების პაკეტის შინაარსი და მოცულობა შეიძლება შეიცვალოს.