ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას აშშ-ში რკინის გუბათის მშენებლობის დაწყების შესახებ.
მისი თქმით, მსგავსი თავდაცვის სისტემით აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რონალდ რეიგანიც იყო დაინტერესებული, თუმცა მაშინ „აშშ-ს ტექნოლოგია არ ჰქონდა“.
„პიტ ჰეგსეტი [თავდაცვის მდივანი] არის ის, ვინც ჩვენ გვჭირდება, რათა „რკინის გუბათის“ სარაკეტო თავდაცვის ფარის მშენებლობა, რომელიც ამერიკელებს დაიცავს, დაუყოვნებლივ დავიწყოთ.
ახლა კი ჩვენ გვაქვს ფენომენალური ტექნოლოგია. თქვენ ამას ხედავთ ისრაელთან დაკავშირებით. ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ შეერთებულ შტატებს აქვს ამის უფლება და ყველაფერი გაკეთდება სწორედ აქ, აშშ-ში 100%-ით“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.