მიგრაცია აშშ-ში ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს, უკმაყოფილო  ,,რესპუბლიკელები“ კი ელოდებიან, როდის აიღებს ხელში მართვის სადავეებს დონალდ ტრამპი.

ბაიდენის  მიერ შერბილებული საიმიგრაციო  პოლიტიკის შემდეგ, მიგრანტები აშშ-ს  საერთო მოსახლეობის 15.2%-ს შეადგენენ. როგორც The New York Times-ი ირწმუნება ასეთი მაღალი მაჩვენებელი ბოლოს 1890 წელს დაფიქსირდა.

მეტიც, გამოცემამ დაადგინა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წლებში მიგრანტთა ნაკადმა გადააჭარბა დიდი იმიგრაციის ტალღას, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში იყო.

2021–2023 წლებში ყოველწლიური წმინდა მიგრაცია (ქვეყანაში ჩამოსულთა რიცხვს - ქვეყნიდან წასულთა რიცხვი) საშუალოდ 2,4 მილიონ ადამიანს შეადგენდა. The New York Times-ის მიხედვით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში წმინდა მიგრაციის საერთო რაოდენობა სავარაუდოდ 8 მილიონს აჭარბებს.

შედარებისთვის: XIX საუკუნის 50-იან წლებში წმინდა მიგრაცია წლიურად +190 ათას ადამიანს შეადგენდა.

Goldman Sachs-ის მონაცემებზე დაფუძნებულ ანგარიშის მიხედვით, იმიგრანტების დაახლოებით 60%, რომლებიც ამერიკაში  2021  წლიდან ჩავიდნენ, ამერიკაში არალეგალები არიან.