აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციების სიაში კიბერდანაშაულში ეჭვმიტანილი რუსეთის 11 მოქალაქე შეიყვანა. მათი გვარები შესაბამის განცხადებასთან ერთად უწყების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით ჯგუფის წევრები გაყოფილი ჰქონდათ მოვალეობები: ანდრეი ჟუკოვი (ფსევდონიმი „მცველი“) იყო უფროსი ადმინისტრატორი, მაქსიმ გალოჩკინი („ბენტლი“) ხელმძღვანელობდა ტესტერების ჯგუფს, ხოლო მაქსიმ რუდენსკი ხელმძღვანელობდა პროგრამისტების გუნდს და ასე შემდეგ.
მანამდე გამოცემა Wired - მა გამოაქვეყნა გამოძიება, რომელშიც ჰაკერული ჯგუფის Trickbot-ის ლიდერად მაქსიმ გალოჩკინი დაასახელა. იგი დაკავებული იყო ფინანსური მონაცემების მოსაპარად განკუთვნილი კომპიუტერული ვირუსების შემუშავებითა და დანერგვით. ჯგუფის საქმიანობა პირველად 2016 წელს გამოვლინდა.
Wired-ის თანახმად, საერთო ჯამში, Trickbot-ი მოიცავდა 100-დან 400-მდე ჰაკერს, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყვნენ რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებთან.
2023 წლის თებერვალში შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ ამ ჯგუფის შვიდი წევრი დაამატეს იმ პირთა რეესტრში, რომლებიც ამერიკული და ბრიტანული ხელისუფლების წინააღმდეგ კიბერდანაშაულში იყვნენ ეჭვმიტანილნი.
ამერიკის ხელისუფლების თანახმად, Trickbot-ის მიერ შემუშავებულმა ვირუსებმა დააინფიცირეს, მილიონობით კომპიუტერი მთელს მსოფლიოში. კერძოდ, 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის პიკზე, Trickbot-ი თავს ესხმოდა დაესხა საავადმყოფოებსა და სამედიცინო ცენტრებს შეერთებული შტატების მასშტაბით.
აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს თანახმად, ამჟამად Trickbot cybercrime group-ი ახორციელებს რუსული სპეცსამსახურების დავალებებს, კერძოდ, ორგანიზებას უკეთებს კიბერშეტევებს ამერიკულ და ბრიტანულ სამთავრობო ვებსაიტებზე, ასევე კომერციული კომპანიების ვებსაიტზე შეერთებული შტატებიდან და დიდი ბრიტანეთიდან.