აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გამოაცხადა, რომ აშშ-მ არგენტინის ყოფილ პრეზიდენტს, კრისტინა ფერნანდეს დე კირხნერს კორუფციაში ჩართულობის გამო ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
გარდა ამისა, აშშ-ში შესვლა კირხნერის ადმინისტრაციის დაგეგმვის მინისტრს, ხულიო დე ვიდეოსაც აეკრძალა.
აშშ-ში შესვლის შეზღუდვა პოლიტიკოსების ოჯახის წევრებსაც დაუწესდათ.
რუბიომ აღნიშნა, რომ არგენტინელი პოლიტიკოსები კორუფციაში დამნაშავედ "რამდენიმე სასამართლომ" ცნო.
"[კირხნერმა] და დე ვიდომ თავიანთი თანამდებობები ბოროტად გამოიყენეს საჯარო სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით ქრთამის აღების რამდენიმე სქემის ორკესტრირებით და მათგან ფინანსური სარგებლის ნახვით, რის შედეგადაც არგენტინის მთავრობას მილიონობით დოლარი მოპარეს". - თქვა რუბიომ.
2022 წელს კირხნერს თაღლითობის ბრალდებით ექვსი წლით პატიმრობა მიესაჯა და სიცოცხლის ბოლომდე საჯარო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
გასულ წელს არგენტინულმა სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. კირხნერი, სავარაუდოდ, განაჩენს არგენტინის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.
2007-2015 წლებში პრეზიდენტობის დროს პერონისტმა კირხნერმა არგენტინის სახელმწიფოს ზომა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მოგვიანებით, 2019-2023 წლებში კირხნერი ვიცეპრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.
მემარცხენე მთავრობის დროს წარმოქმნილი ინფლაციის კრიზისის ფონზე, 2023 წლის არჩევნებში ლიბერტარიანელმა ხავიერ მილეიმ გაიმარჯვა.
პრეზიდენტობის თანამდებობის დაკავების შემდეგ მილეიმ მთავრობის ზომა გაანახევრა, საჯარო სექტორში 50 000-მდე სამუშაო ადგილი გააუქმა, საზოგადოებრივ სამუშაოებზე ახალი კონტრაქტები შეაჩერა და საწვავსა და ტრანსპორტზე სუბსიდიები გააუქმა.
გამოცემა Financial Times-ის ცნობით, 2024 წლის მესამე კვარტალში არგენტინის ეკონომიკა მძიმე რეცესიიდან გამოვიდა, რაც ქვეყნის მილეისთვის, მნიშვნელოვან მიღწევად ითვლება.
17 იანვარს გამოქვყენებული მონაცემებით, არგენტინის ბიუჯეტი 14 წელიწადში პირველად მილეის მმართველობის ქვეშ 2024 წელს პროფიციტში იყო.
წყარო: "ტაბულა"