აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ფარულად აცნობა ევროპელ ოფიციალურ პირებს, რომ შეერთებული შტატები ტოვებს საერთაშორისო ცენტრს (ICPA), რომელიც უკრაინაში ომის დაწყებაზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის რუსეთიე პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ქმედებების გამოსაძიებლად შეიქმნა. ამის შესახებ The New York Times წერს.

ცენტრიდან გასვლის გადაწყვეტილება ნიშნავს ტრამპის ადმინისტრაციის უკან დახევას, დაეკისროს პუტინს რაიმე სახის პასუხისმგებლობა.

ICPA, რომელსაც აშშ 2023 წელს შეუერთდა, რუსეთის ხელისუფლების, ასევე ბელორუსიაში, ჩრდილოეთ კორეასა და ირანში მისი მოკავშირეებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით შეიქმნა. 

როგორც გამოცემა წერს, ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება სავარაუდოდ დღეს, 17 მარტს გამოცხადდება.