აშშ-ის სენატმა ფედერალური მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი მიიღო და ე.წ.

შათდაუნი თავიდან აიცილა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აშშ-ის ფედერალური მთავრობის დაფინანსების კანონპროექტს სენატში მხარი 54-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო 46-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა მხოლოდ ერთმა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, რენდ პოლმა მისცა, ხოლო დანარჩენ „რესპუბლიკელ“ სენატორებთან ერთად მას მხარი 10-მა „დემოკრატმა“ სენატორმა დაუჭირა.

ახლა კანონპროექტი ხელმოსაწერად აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გაეგზავნა.

ცნობისთვის, კანონპროექტი აშშ-ის მთავრობის დაფინანსებას 2025 წლის 30 სექტემბრამდე ითვალისწინებს.

წყარო: ipn.ge