გასულ კვირას ამერიკის შეერთებულ შტატებში ნავთობის კომერციული მარაგი 3,89 მილიონი ბარელით გაიზარდა და 416,93 მილიონი ბარელი შეადგინა, ნათქვამია ქვეყნის ენერგეტიკის დეპარტამენტის ყოველკვირეულ ანგარიშში.
ბენზინის მარაგი 1,12 მლნ ბარელით გაიზარდა და 221,2 მლნ ბარელი შეადგინა.
კომერციული დისტილატების მარაგი 1,28 მლნ ბარელით შემცირდა 121,64 მლნ ბარელამდე.
ექსპერტები ნავთობის მარაგის შემცირებას 1,43 მილიონი ბარელით, ბენზინის მარაგის 200 ათასი ბარელით და დისტილატის მარაგის 2 მილიონი ბარელით შემცირებას ელოდნენ.