აშშ-ის მიერ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა არ შეჩერებულა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ის გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს ბრძანებით სახელმწიფო დეპარტამენტმა საგარეო დახმარების პროგრამები დროებით შეაჩერა.
„ვიცი, რომ მსოფლიოში უამრავი ინსტიტუტი არსებობს, რომლებსაც აშშ ადრე მხარს უჭერდა. მხოლოდ იმის შესახებ შემიძლია საუბარი რაც შეიძლება უკრაინამ დაკარგოს. მე სამხედრო დახმარებაზე ვარ ორიენტირებული და ეს არ შეჩერებულა, მადლობა ღმერთს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საგარეო დახმარების პროგრამების დროებით შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ ისრაელსა და ეგვიპტეს არ შეეხება.
როგორც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ოფიციალურმა წარმომადგენელმა გარკვევით თქვა, რომ უკრაინაზე პასუხისმგებელ პერსონალს დაევალა შეწყვიტონ სამუშაოები. გაყინულ პროექტებს შორის არის სკოლების მხარდაჭერა და დახმარება ჯანდაცვის სექტორში, როგორიცაა სასწრაფო დახმარება დედებისთვის და ბავშვების ვაქცინაცია.
რუბიოს მითითებები გაეგზავნა აშშ-ს ყველა დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობას.
შეგახსენებთ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ადრე განმარტა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარება არ ექვემდებარება ტრამპის ბოლო ბრძანებით დაწესებულ შეზღუდვებს, რადგან ის მხოლოდ განვითარების პროგრამებს ეხება. იმასაც შეგახსენებთ, რომ რუსეთის ხელისუფლება დიდი ხანია გმობს კიევის სამხედრო მხარდაჭერას.