აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, დისიდენტი ირანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, მასიჰ ალინეჯადის მოსაკლავად ირანის ხელისუფლებამ ორი პირი დაიქირავა, ერთ-ერთი კი საქართველოს მოქალაქეა.

დეპარტამენტის ცნობით, ორივე პირი ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილ ბრალდებებში დამნაშვედ ცნეს. დაქირავებულ პირებს ქალი 500 000 დოლარის სანაცვლოდ უნდა მოეკლათ.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე 40 წლის პოლად ომაროვია.

მასიჰ ალინეჯადი, რომლის მკვლელობაც, დეპარტამენტის ინფორმაციით, ირანმა დაუკვეთა, ირანის რეჟიმის კრიტიკოსია, რომლის გაჩუმებაც არა ერთხელ სცადეს.

წყარო: tvpirveli.ge