აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დაადგინა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტს უნდა დაუბრუნდეს ორ მილიარდზე მეტი დოლარის ფედერალური დაფინანსება კვლევებისთვის, რომელიც თეთრმა სახლმა გაყინა.
„ტრამპის ადმინისტრაციამ ანტისემიტიზმი გამოიყენა, როგორც საბაბი ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებზე იდეოლოგიური თავდასხმისთვის“, – აღნიშნა მოსამართლემ.
მანამდე დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამბობდა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტს დაფინანსება კამპუსებში ებრაელთა წინააღმდეგ განწყობის გამო შეუწყვიტეს. შეჩერებული დაფინანსება ეხებოდა მნიშვნელოვან პროექტებს.
მოსამართლემ აღნიშნა, რომ აღნიშნულ „პროექტებსა და ანტისემიტიზმს შორის აშკარა კავშირი არ არსებობს“.