აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამხრეთ აზიის ლიდერებს განუცხადა, რომ მისი ქვეყანა ძლიერი პარტნიორი იქნება რეგიონისთვის.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა კუალა-ლუმპურში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაციის სამიტის დროს განაცხადა.
„ჩემი გზავნილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებისთვის არის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები 100%-ით თქვენ გვერდითაა და ჩვენ ვაპირებთ, ვიყოთ ძლიერი პარტნიორი და მეგობარი მომავალი თაობებისთვის. ერთი წლის წინ ჩვენ განსხვავებულ მდგომარეობაში ვიყავით, მაგრამ ახლა საუკეთესო მდგომარეობაში ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ. ახლა ამერიკის შეერთებული შტატების ოქროს ხანაა და ერთად ჩვენ შევქმნით წარმოუდგენელ კეთილდღეობას წყნარი ოკეანის ორივე მხარეს მყოფი ერებისთვის, გამოვიყენებთ ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ხალხებისთვის“, – თქვა ტრამპმა.