არაბეთის გაერთიანებული საამიროების სამრეწველო ექსპორტი ბოლო სამი წლის განმავლობაში Dh70 მილიარდით ($19 მილიარდი) გაიზარდა. ამის შესახებ მრეწველობისა და მოწინავე ტექნოლოგიების მინისტრმა,  სულთან ბინ აჰმედ ალ ჯაბერმა განაცხადა.

„თუ გადავხედავთ სექტორის მუშაობის ძირითად ინდიკატორებს, სამინისტროს შექმნის დღიდან, ინდუსტრიის წვლილი არაბეთის გაერთიანებულ საამიროების ეკონომიკაში, 49%-ით გაიზარდა. სამრეწველო პროდუქტიულობა 2020 წელთან შედარებით 18%-ითაა გაზრდილი,“- აღნიშნა ჯაბერმა.

ცნობისთვის, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა, UNIDO-ს სამრეწველო კონკურენტუნარიანობის ინდექსში, რეგიონის მასშტაბით პირველი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 29-ე ადგილი დაიკავა.