როგორც ჩანს უკრაინის სარაკეტო პროგრამა უკვე ფინალურ ეტაპზე გადადის, რასაც მოწმობს Flamingo-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტების შემქმნელი კომპანიის, Fire Point-ის განცხადებები:
1. "FP-7 და FP-9-ს ტიპის ბალისტიკური რაკეტების განვითარება რა ეტაპზეა, ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ."
2." FP-1-ის ტიპის შორსმოქმედი კამიკაძე დრონი თავის კლასში ყველაზე იაფია, რომელიც ამავდროულად ყველაზე ეფექტურიცაა."
3. "მოსკოვამდე მიღწევა ძალიან, ძალიან რთულია, თუმცა შესაძლებელია. ამაზე Fire Point აქტიურად მუშაობს. არსებობს საჰაერო თავდაცვის მასიური რკალი, რომელიც უნდა გადავლახოთ."
4. " Flamingo ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ფრთოსანი რაკეტაა - მოქმედების მანძილითა და საბრძოლო ქობინის მასის თვალსაზრისით."
5. " Flamingo-ს მსგავს პროექტებში მთავარი პრობლემა ისაა, რომ წინასწარ არ ვიცით რა ტიპის რადიოელექტრონულ ჩახშობის გარემოში მოუწევთ მოქმედება. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია - რაკეტა კომპოზიტური მასალისგანაა დამზადებული, რაც მას რადარებზე გაცილებით ნაკლებად ხილვადს ხდის, ვიდრე ალუმინის რაკეტებს."
6. "ამჟამად დღეში 2-3 რაკეტა იწარმოება. წარმოების მოცულობა იქნება იმდენი, რამდენსაც ჩვენ შევუკვეთავთ."
7. "რაკეტა დამზადებულია ადგილობრივი კომპონენტების ბაზაზე, რამაც სწრაფად გაზარდა წარმოება, ასევე გამოყენებულია მრავალი სხვა დეტალი, რომელთა დიდი ნაწილი საჯარო ვერ გახდება."