ამსტერდამში განიხილავენ შეშის ბუხრების აკრძალვის შესაძლებლობას: „ევროპულსის“ ინფორმაციით, ასე სურთ მოქალაქეები მავნე კვამლისგან დაიცვან.

ქალაქის მერიის ინფორმაციით, ამსტერდამის ჰაერში ჭვარტლის 20% ხის დაწვაზე მოდის. ეს ხდის ხის ბუხრებს დაბინძურების სიდიდით მეორე წყაროს სამრეწველო ქარხნების შემდეგ.

ნიდერლანდებში, მათ შორის ამსტერდამში, დაახლოებით მილიონი ბუხარია მოქმედი; ამსტერდამის მცხოვრებლების 40%-ზე მეტი ანთებს ბუხარს წელიწადში ერთხელ მაინც.

ამსტერდამის მერიის ცნობით, შეშის დაწვა ორ საათში იმდენ მავნე ნაწილაკს გამოყოფს, რამდენსაც მანქანა ნიდერლანდების დედაქალაქიდან მილანში. ამ ნაწილაკებმა შეიძლება დააზიანოს ფილტვების ჯანმრთელობა და გამოიწვიოს ისეთი დაავადებები, როგორიცაა ასთმა.

მერია ამჟამად მოსახლეობასთან დისკუსიას მართავს. განიხილება სხვადასხვა ვარიანტები: ფილტრების დაყენება, რომლებსაც შეუძლიათ კვამლში ნაწილაკების 80%-მდე შეაკავონ, სუბსიდიების გაცემა ბუხრების დემონტაჟისთვის, ახალი ბუხრების დაყენების აკრძალვა 2027 წლიდან, ბუხრების დანთების დაშვება მხოლოდ იმ დღეებში, როდესაც კვამლი სწრაფად იშლება ან უბრალოდ ბუხრების აკრძალვა.