ამერიკული Coca-Cola Co-ს წმინდა მოგება 2023 წლის მეოთხე კვარტალში, შემოსავლის 7%-იანი ზრდის მიუხედავად, 3%-ით შემცირდა. 

კომპანიის პრესრელიზის მიხედვით, წმინდა შემოსავალმა ოქტომბერ-დეკემბერში შეადგინა $1,97 მილიარდი, ანუ ერთ აქციაზე $0,46 შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში წმინდა შემოსავალი $2,03 მილიარდი ანუ აქციაზე $0,47 დოლარი იყო. 

მოგებამ ერთჯერადი ფაქტორების გამოკლებით შეადგინა 0,49 აშშ დოლარი თითო აქციაზე, რაც შეესაბამება FactSet-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების კონსენსუსის პროგნოზს.

Coca-Cola-ს კვარტალური შემოსავალი გაიზარდა 10,85 მილიარდ დოლარამდე, წინა წლის 10,13 მილიარდ დოლართან შედარებით. ექსპერტებმა ეს მაჩვენებელი საშუალოდ $10,68 მილიარდით იწინასწარმეტყველეს.

ორგანული შემოსავლების ზრდა გასულ კვარტალში იყო 12%, მათ შორის ჩრდილოეთ ამერიკაში - 5%, ლათინურ ამერიკაში - 23%, EMEA რეგიონში (ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა) - 25%, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში - 13%.

გაყიდვების მოცულობა წლიურად 2%-ით გაიზარდა.

სამშაბათს წინასაბაზრო ვაჭრობაში Coca-Cola-ს აქციები 0.3%-ით გაიზარდა.