ამერიკელი ინვესტორების კონსორციუმი, საინვესტიციო კომპანია BlackRock-ის ხელმძღვანელობით შეიძენს პანამის არხის პორტების საკონტროლო წილს, წერს The Wall Street Journal (WSJ) კომპანიის ანგარიშებზე დაყრდნობით.
ბალბოას და კრისტობალის პორტებს ახლა ჰონგ კონგის კომპანია CK Hutchison მართავს. პანამის ორი პორტის შეძენის გარიგება 22,8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და მოიცავს 40-ზე მეტ სხვა პორტს მთელს მსოფლიოში.
WSJ-ის წყარომ, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა გარიგებაში, თქვა, რომ Hutchison-ი თავდაპირველად პორტის ბიზნესის კონტროლიდან გამოყვანის ნებისმიერი მცდელობის სასამართლოში განხილვას გეგმავდა.
თუმცა, BlackRock-ის შეთავაზება ძალიან მომგებიანი აღმოჩნდა, ამიტომ კომპანიის ხელმძღვანელმა, 96 წლის ლი კა-შინგმა უარი ვერ თქვა.