ამერიკის პლასტიკური ბარათების ბაზრის ერთ-ერთმა ლიდერმა, American Express Co.-მ მესამე კვარტალში შემოსავალი წლიურად 11%-ით გაზარდა, ხოლო წმინდა მოგება 16%-ით, ამავდროულად, შემოსავალი რეკორდული აღმოჩნდა.
კომპანიის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, ივლისი - სექტემბრის პერიოდში შემოსავალმა ყველა დროის მაქსიმუმს – 18.43 მილიარდ დოლარს მიაღწია გასული წლის ანალოგიურ პერიოდის 16.64 მილიარდი დოლარიდან.
წმინდა მოგება წინა წლის ანალოგიურ პერიოდის 2.47 მილიარდ დოლართან შედარებით 2.87 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ერთ აქციაზე მოგებამ 3.49 დოლარიდან 4.14 დოლარამდე მოიმატა.