American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 64 ადამიანი იმყოფებოდა, აშშ-ის არმიის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს შეეჯახა. შეჯახება ვაშინგტონში, რეიგანის ეროვნულ აეროპორტთან ახლოს მოხდა.
შეჯახების შემდეგ, თვითმფრინავიც და სამხედრო ვერტმფრენიც მდინარე პოტომაკში ჩავარდა.
„სიენენი“ წერს, რომ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია უკვე დასტურდება, თუმცა უცნობია ზუსტი რაოდენობა.
სამძებრო სამაშველო სამუშაოები მდინარე პოტომაკში გრძელდება. აეროპორტში ყველა ფრენა გაუქმებულია.
1tv.ge