Amazon.com Inc. 2027 წლის ბოლომდე ბელგიაში 1 მილიარდი ევროს ინვესტირებას გეგმავს, – ამის შესახებ გაზეთი L'Echo იტყობინება.

თანხები გამოყენებული იქნება ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საფოსტო ოპერატორ Bpost-თან, ასევე ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესთან პარტნიორობის გასაძლიერებლად.

კომპანია აპირებს გააუმჯობესოს მიწოდების ჯაჭვი, რათა მომხმარებლებს იმავე დღეს მიწოდება შესთავაზოს, წერს გაზეთი ბელგიასა და ნიდერლანდებში Amazon-ის ხელმძღვანელის, ევა ფეიხტის განცხადებაზე დაყრდნობით.

Amazon-ში ბელგიაში დაახლოებით 400 ადამიანია დასაქმებული. გამოცემა აღნიშნავს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში კომპანიის ინვესტიციებმა ქვეყანაში დაახლოებით 800 მილიონი ევრო შეადგინა.

წყარო: intefax