უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ომის დასრულება ერთ კვირაში შეუძლებელია, რადგან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ჯერ არ განიხილება და ამ საკითხზე კონკრეტული შეხვედრები არ ყოფილა.

„ამ კვირაში ომის დასრულება შეუძლებელია უკრაინისთვის [უსაფრთხოების] გარანტიებით. ყოველ შემთხვევაში, გულწრფელად არ ვიცი, როგორ შეიძლება ეს დღეს გაკეთდეს ჩვენთან შეხვედრების გარეშე”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

როგორც ცნობილია, მანამდე თეთრი სახლის სპიკერმა კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ შეუძლია მოსკოვთან შეთანხმება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მომავალ კვირაში.

წყარო: ipn.ge