აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ამბობს, რომ, ადმინისტრაციის მუშაობის დაწყების შემდეგ პირველად, მათ აქვთ კონკრეტული მაგალითები იმისა, რა სახის მოთხოვნები შეიძლება ჰქონდეს რუსეთს ომის დასასრულებლად.
ამის შესახებ რუბიომ Fox news-ის ეთერში განაცხადა.
„ვფიქრობ, რაც გვაქვს, არის ის, რომ უკეთ გვესმის იმის, თუ რა პირობებით დაასრულებს რუსეთი ომს. ახლა უნდა შევადაროთ ეს იმას, რასაც უკრაინელები და ჩვენი ევროპელი მოკავშირეები – მაგრამ უკრაინელები პირველ რიგში – მზად იქნებიან, რომ დათანხმდნენ. თუ შეგვიძლია იმის მიღება, რასაც უკრაინელები და რუსები დათანხმდებიან, მაშინ ვფიქრობ, არის შესაძლებლობა პრეზიდენტი შეხვდეს როგორც პუტინს, ისე ზელენსკის, რათა სცადოს ამის დასრულება. მაგრამ, ვფიქრობ, პირველად იქნება ამ ადმინისტრაციის მუშაობის დაწყებიდან, რომ გვაქვს კონკრეტული მაგალითები იმისა, თუ რა სახის მოთხოვნები შეიძლება ჰქონდეს რუსეთს ომის დასასრულებლად. ჩვენ ამ მომენტამდე ასეთი რამ არ გვქონია“, – თქვა რუბიომ.