ევროპის სუპერლიგა ახალი სახელწოდებით გააგრძელებს არსებობას – ახლა მას გაერთიანებული ლიგა (The Unify League) ჰქვია. ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებს აწარმოებს ფიფასთან და უეფასთან ტურნირის აღიარებაზე.

განახლებული ფორმატი

იქნება მონაწილეების ყოველწლიური შერჩევა ეროვნული ჩემპიონატების შედეგების საფუძველზე. ჩამოყალიბდება ოთხი დივიზიონი, რომელშიც 96 კლუბი გაერთიანდება.

პირველი ორი დივიზიონი (Star и Gold) – ევროპის საუკეთესო კლუბებისთვისაა. თითოში 16 მონაწილე, რომლებიჩ ორ ჯგუფად დაიყოფიან. მესამე და მეოთხე დივიზიონებში (Blue и Union) 32-32 გუნდი ითამაშებს – აქაც იგეგმება რვაგუნდიან ჯგუფებად დაყოფა.

სეზონის შედეგების მიხედვით ოთხ-ოთხი საუკეთესო გუნდი Star-ის და Gold-ის დივიზიონებიდან პლეი ოფში გავლენ და ერთმანეთში ითამაშებენ. ნახევარფინალებისა და ფინალის ჩატარება ერთ ქვეყანაში იგეგმება.

როდის ითამაშებენ

განრიგი ჩვეილებრივი იქნება: მატჩები გაიმართება შუა კვირას, რათა არ დაემთხვას ეროვნული ჩემპიონატების ტურებს. ჩატარების ვადებია – სექტემბრიდან მაისამდე. გაერთიანებული ლიგა დიდწილად ჰგავს უეფა-ს ევროთასების ახალ ფორმატს.

მატჩების უფასო ჩვენება

გაერთიანებულ ლიგაში იქნება ცალკე სამაუწყებლო პლატფორმა Unify. პირდაპირი რეპორტაჟების გარდა, იგეგმება ჰაილაითების ჩვენება, მატჩების ანალიზი და ექსკლუზიური კონტენტი თითოეული კლუბისთვის და ვარსკვლავური ფეხბურთელებისთვის.

Unify საშუალებას მისცემს გულშემატკივრებს ყველა მატჩი უფასოდ იხილოს პირდაპირ ეთერში. ასევე იქნება ფასიანი გამოწერები – მცირე რაოდენობის რეკლამით, ყურების გაფართოებული ფუნქციებით, სტატისტიკით რეალურ დროში და სხვა ინტერაქტიური ოპციებით.

* * *

გაერთიანებულ ლიგას ოფიციალური აღიარებისთვის კავშირი აქვს უეფასთან და ფიფასთან. კომპანია A22-მ, რომელიც დაკავებულია პროექტის განვითარებითა და პოპულარიზაციით, 20-გვერდიანი ოფიციალური წერილი გაგზავნა უეფაში ტურნირის ჩაშვების ოფიციალური უფლებისთვის. დოკუმენტის ასლი ასევე მიიღეს ფიფამ და ევროკომისიამ. ტურნირის ორგანიზატორებს სურთ შეესაბამებოდნენ ევროპულ სპორტულ მოდელს.

ვრცლად პირველ არხზე