ახალი წელი კირიბატსა და ახალ ზელანდიაში უკვე დადგა.

პირველი ქვეყანა, სადაც 2024 წელი დადგა კირიბატი, იგივე შობის კუნძულია.

ახალი წელი უკვე დადგა ახალ ზელანდიაშიც. ათასობით ადამიანი შეიკრიბა ოკლენდის Sky Tower-თან, სადაც ახალ წელს ყოველწლიური მასშტაბური ფოიერვერკით შეხვდნენ.

ახალი წელი დადგა ტონგასა და სამოაშიც.

უამრავი ადამიანი იკრიბება სიდნეიში, ავსტრალიაში, სადაც ახალ წელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი საახალწლო ფოიერვერკით, თბილისის დროით 17:00 საათზე შეხვდებიან. მედიის ინფორმაციით, სიდნეის ჰარბორის ხიდიდან და ოპერიდან რვა ტონა პიროტექნიკას გაუშვებენ.