ევროპულმა თვითმფრინავების მწარმოებელმა კორპორაცია Airbus-მა სექტემბერში 235 თვითმფრინავზე მიიღო შეკვეთა, რაც 5,1-ჯერ მეტია წინა თვეში მიღებულ შეკვეთებთან შედარებით.

მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში Airbus-მა მთლიანობაში 667 თვითმფრინავზე მიიღო შეკვეთა. ხოლო საბოლოო ჯამში, გაუქმების გათვალისწინებით, შეკვეთები იანვარ-სექტემბერში სულ 648 თვითმფრინავია.

სექტემბერში კომპანიისგან თვითმფრინავების მიწოდება, აგვისტოსთან შედარებით,  6.4%-ით 47 ერთეულიდან 50 ერთეულამდე გაიზარდა. კომპანიის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან 497 თვითმფრინავი იქნა მიწოდებული.

Airbus არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კოსმოსური და თავდაცვის კომპანია. იგი შედგება Airbus SAS განყოფილებებისგან, რომელიც აწარმოებს სამგზავრო თვითმფრინავებს, ასევე  Airbus Defence and Space-სგან და Airbus Helicopters-ისგან.

ავიანიუსი