მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ავიაკომპანიამ Air France-მა მგზავრებისთვის ახალი სერვისის მიწოდების შესახებ განაცხადა.

Avianews-ის ცნობით, პარიზიდან გამგზავრებისას მგზავრებს შეუძლიათ ბარგი აღარ წაიღონ აეროპორტში, არამედ თვითმფრინავის გაფრენამდე ჩააბარონ ის კომპანიას ფრენამდე 30-იდან 4 საათით ადრე.

სერვისი უკვე ხელმისაწვდომია პარიზის ხუთ სასტუმროში და მთავარ საგამოფენო ცენტრებში. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავიაკომპანია გეგმავს ბარგის სახლში მიტანის სერვისის დანერგვას.

სერვისით სარგებლობა შეუძლიათ მოგზაურებს, რომლებიც მიემგზავრებიან საფრანგეთის უდიდესი აეროპორტიდან - პარიზის შარლ დე გოლიდან. პარიზის ორლის აეროპორტიდან გამგზავრებისას ქალაქში ბარგის ჩაბარება მოგვიანებით იქნება შესაძლებელი.

ფრენისთვის ჩემოდნების დისტანციური შემოწმება ფასიანია. ერთი ჩემოდანი 25 ევრო ღირს, ორი - 35 ევრო.

მგზავრები, რომლებიც ქალაქში ჩააბარებენ ჩემოდანს, ავიაკომპანიის ნივთების ადგილმდებარეობის შემოწმებას მობილური აპლიკაციის საშუალებით შეძლებენ.