აბუ-დაბიში რუსეთის, აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დახურული იქნება, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ეს მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა გაიმართება; პრესა მიწვეული არ არის“, - განაცხადა წყარომ მედიასთან საუბარში.

მისივე თქმით, შეხვედრის შედეგების შესახებ პრესკონფერენციის გამართვა დაგეგმილი არ არის.

მედიის ინფორმაციით, უკრაინის დელეგაცია აბუ-დაბიში უკვე ჩავიდა. იქ იმყოფება აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფიც.

ცნობისთვის, 4-5 თებერვალს, აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართება. მედიის ინფორმაციით, უკრაინული დელეგაცია უკვე აბუ-დაბიში იმყოფება. დელეგაციას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს. ამერიკულ მხარეს ამ მოლაპარაკებებზე წარმოადგენენ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი. რაც შეეხება რუსულ დელეგაციას, მას რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი უხელმძღვანელებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი