ლუდის მწარმოებელმა კომპანიამ AB InBev-მა გააფორმა პარტნიორობის ხელშეკრულება FIFA World Cup 2025-თან – ამის შესახებ საფეხბურთო ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

როგორც FIFA-ს ვებგვერდზეა ნათქვამი, ლუდის მწარმოებელი კომპანია 1986 წლიდან FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის პარტნიორია. ახალი შეთანხმება საშუალებას იძლევა გაფართოვდეს ურთიერთქმედების სფერო.

FIFA-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი აშშ-ში 2025 წელს დაიწყება. ტურნირი 15 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

rbc