ციურიხში, ფიფას ოფიციალურ შტაბ-ბინაში, ოფიციალურად გახდა ცნობილი, თუ რომელ ქვეყნებში ჩატარდება 2030 და 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატები. ცერემონიამ სიურპრიზის გარეშე ჩაიარა, ვინაიდან თითოეულ ჩემპიონატზე მხოლოდ ერთი განაცხადი იყო.
2034 წლის მუნდიალის მასპინძელი საუდის არაბეთი იქნება, რომლის შესახებაც Human Rights Watch-მა გამოთქვა საშიშროება „წარმოუდგენელი ადამიანური რესურსის“ გამოყენების საფრთხეზე
Amnesty International-ის განცხადებაში კი წერია: „ფიფას დაუფიქრებელი გადაწყვეტილება საუდის არაბეთისთვის მუნდიალის მასპინძლობის გადაცემის შესახებ ადამიანის უფლებათა ადეკვატური დაცვის უზრუნველყოფის გარეშე საფრთხის ქვეშ დააყენებს ბევრი ადამიანის სიცოცხლეს“
რაც შეეხება 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, ის სამ კონტინენტსა და ექვს სხვადასხვა ქვეყანას მოიცავს. მათ შორის არიან: ურუგვაი, პარაგვაი, არგენტინა, ესპანეთი, პორტუგალია, მაროკო.