ფორმულა 1-ის 2026 წლის სეზონში ახალი გუნდის „კადილაკის“ საბრძოლო პილოტები იქნებიან მექსიკელი სერხიო პერესი და ფინელი ვალტერი ბოტასი. ამის შესახებ ამერიკული გუნდის პრესსამსახური იტყობინება.

2024 წლის ნოემბერში ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია კომპანია General Motors-თან და მის ბრენდთან „კადილაკთან“. ის იქნება მე-11 გუნდი 2026 წლის სეზონში.

ორივე პილოტი 35 წლისაა. ბოტასი დღეს „მერსედესის“ სარეზერვო პილოტია. პერესმა გასული სეზონის შემდეგ დატოვა „რედ ბული“.

პირველი არხი