Post Office Travel Money-მ 50 ევროპული ქალაქის ხარჯების ბარომეტრის უახლესი კვლევა გამოაქვეყნა და ის მიმართულებები გამოავლინა, სადაც მიმდინარე წლის ზაფხულში მოგზაურობა ყველაზე ხელმისაწვდომი იქნება.

ყოველწლიურ ანგარიშში 12 ძირითადი ყოველდღიური ტურისტული ხარჯია ორი ადამიანისთვის დაანგარიშებული. ანგარიში ისეთ სტანდარტულ ხარჯებს მოიცავს, როგორებიცაა: ფინჯანი ყავა, ქილა Coca-Cola ან Pepsi, ჭიქა ღვინო და სამკერძიანი ვახშამი ორ ადამიანზე, ასევე აეროპორტიდან მგზავრობა, 48 საათიანი სამგზავრო ბარათი, ძირითადი მუზეუმების და ღირსშესანიშნაობების ბილეთები და სხვა.

Post Office Travel Money-ის ანგარიშის თანახმად, 2026 წელს დასასვენებლად ევროპის ყველაზე იაფი ქალაქების სია ასეთია:

  • სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა: £248
  • ბუქარესტი, რუმინეთი: £258
  • ტირანა, ალბანეთი: £263
  • ბელგრადი, სერბეთი: £265
  • ტრენჩინი, სლოვაკეთი: £272
  • რიგა, ლატვია: £278
  • ლილი, საფრანგეთი: £289
  • ვილნიუსი, ლიეტუვა: £289
  • სტრასბურგი, საფრანგეთი: £319
  • პოდგორიცა, მონტენეგრო: £332