საუდის არაბეთი 2025 წელს ტურისტებისთვის დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) დაბრუნების სისტემის ამოქმედებას გეგმავს. მის განხორციელებაზე კონტროლი უკვე დაევალა სამეფოს ზაქატის, გადასახადებისა და საბაჟოების გენერალურ დირექტორატს Zakat, Tax and Customs Authority, ZATCA). ღონისძიება მიზნად ისახავს საგადასახადო შესაბამისობის გამარტივებას და მოგზაურთა გამოცდილების გაუმჯობესებას.

ინიციატივა ასევე ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვის პროგრამის Vision 2030 მიზნების მიღწევას, ნათქვამია ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებაში.

ტურისტებისთვის დღგ-ის დაბრუნების სისტემის დანერგვის გარდა, მთავრობა 2025 წლისთვის ერთ-ერთ მთავარ მიზნად 127 მილიონი ვიზიტორის მოზიდვას ისახავს. ეს გააძლიერებს სამეფოს „როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილის“ პოზიციას.

მომავალ წელს საუდის არაბეთი ელის ტურიზმზე დანახარჯების 346,6 მილიარდ საუდის რიალამდე(92 მილიარდ დოლარზე მეტი) გაზრდას და ინდუსტრიაში 1,17 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას.

ქვეყნის ტურიზმის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე საუდის არაბეთი 119,6 მილიონ სტუმარს მიიღებს. ამავდროულად, სამეფოში ტურიზმზე დანახარჯებმა უნდა მიაღწიოს 304 მილიარდ საუდის რეალს (დაახლოებით $81 მილიარდი).

წყარო: ავიანიუსი