2025 წლის განმავლობაში ბრილიანტის ფასები მსოფლიო ბაზარზე 10%-ით შემცირდა, დეკემბერში კი ფასების კლებამ 2.3%-ს შეადგინა.

ეს პოზიცია მოიცავს 1 კარატიან მრგვალ ბრილიანტს, რომლის ფერიც D-დან H-მდე მერყეობს, ხოლო სიწმინდე IF-დან VS2-მდე.

2025 წლის დეკემბერში 0.3 კარატიანი ბრილიანტების RAPI ინდექსი 9.3%-ით დაეცა, ხოლო 0.5 კარატიანი ქვებისთვის 6.4%-ით, რაც ძირითადად ინდოეთში ფასების შემცირებას უკავშირდება. 3 კარატიანი ბრილიანტების ინდექსი კი დეკემბერში 0.3%-ით გაიზარდა.

ცნობისთვის, ბრილიანტების ფასები ივნისიდან მცირდება, რაც გამოწვეული იყო აშშ-ს მიერ შემოღებული საიმპორტო ტარიფებით და მსხვილი კომპანიების ბუნებრივი ქვებიდან ხელოვნური ბრილიანტების წარმოებაზე გადასვლით.