აღმოსავლეთ შავი ზღვის ექსპორტიორთა ასოციაციის (DKİB) მონაცემების მიხედვით, თურქეთში მოყვანილი ჩაი მიმდინარე წლის I კვარტალში 96 ქვეყანაში გაიყიდა.

ჩაის ექსპორტი, რომელიც 2023 წლის იანვარ-მარტში 7 მილიონ 107 ათას 943 დოლარი იყო,მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში 20%-ით გაიზარდა და 8 მილიონ 555 ათას 356 დოლარს მიაღწია.

თურქული ჩაის საექსპორტო მოცულობამ, რომელიც გასული წლის პირველ კვარტალში 1465 ტონას შეადგენდა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში 1828 ტონას მიაღწია.

თურქულ ჩაიზე ყველაზე დიდი მოთხოვნა ბელგიას, გაერთიანებულ სამეფოს და აშშ-ს ჰქონდა.

იანვარ-მარტში ბელგიაში 3 მილიონ 835 ათას 925 დოლარის ღირებულების 896 ტონა ჩაი გავიდა. ამ ქვეყანაში ექსპორტი რაოდენობრივად 35%-ით, ხოლო ღირებულებით 44%-ით გაიზარდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც 666 ტონაზე 2 მილიონ 669 ათას 447 დოლარი იყო შემოსავალი.

ბელგიას მოჰყვა დიდი ბრიტანეთი 929 ათას 185 დოლარით და აშშ 780 ათას 522 დოლარით.