Wethrift-ის კვლევის მიხედვით, 2024 წლის ყველაზე ბიუჯეტურ სამოგზაურო ადგილად ინდოეთის დედაქალაქი ნიუ დელი დასახელდა. ქალაქები რეიტინგში მოწინავე ადგილებზე რამდენიმე ფაქტორზე დაყრდნობით შეირჩა, მათ შორის:
- ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულების საშუალო ღირებულება;
- საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა;
- საცხოვრებლის ფასები.
2024 წლის 10 ყველაზე ბიუჯეტური ტურისტული მიმართულება ასე გამოიყურება:
1. ნიუ დელი, ინდოეთი – 69,2/80 ქულა
2. ჰანოი, ვიეტნამი – 63
3. კაირო, ეგვიპტე – 61
4.სტამბოლი, თურქეთი – 59,3
5. ჰურგადა, ეგვიპტე– 59,2
6. ბალი, ინდონეზია – 53
7. ბანგკოკი, ტაილანდი – 52,6
8. მარაკეში, მაროკო – 49,7
9. ფუკეტი, ტაილანდი – 45,8
10. რიო დე ჟანეირო, ბრაზილია – 44,7
კვლევაში ნათქვამია, რომ ნიუ დელი განთქმულია თავისი ისტორიული ძეგლებით, მრავალფეროვანი საკვებითა და ტურისტული ღირსშესანიშნაობებით, რომელთა მონახულება მოგზაურებს საშუალოდ 65 დოლარი უჯდებათ. ქალაქში საცხოვრებლის ფასები საშუალოდ 50 დოლარს არ აღემატება, რაც ერთ-ერთი ყველაზე საბიუჯეტო მაჩვენებელია.