2024 წელს რუსეთში ნავთობის მოპოვება დაახლოებით 515 მილიონი ტონა იქნება. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა SPIEF-ში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვფიქრობ, რომ 505 მილიონი ტონიდან 515 მილიონ ტონამდე მაჩვენებელზე ვიქნებით.
უფრო ზუსტად წლის ბოლომდე გვეცოდინება, რადგან მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის კორექტირება ხდება“, - დასძინა ვიცე-პრემიერმა.