2024 წელს აღმასრულებელი დირექტორების რეკორდულმა რაოდენობამ დატოვა ამერიკული კომპანიები – ამის შესახებ CNBC იუწყება.

რეკრუტირების ფირმა Challenger, Grey & Christmas-ის თანახმად, იანვარ-ნოემბერში 327 საჯარო კომპანიამ გამოაცხადა ხელმძღვანელობის ცვლილებები. მათ შორის იყვნენ Boeing Co., Nike Inc. და Starbucks Corp.

წასული აღმასრულებელი დირექტორების რაოდენობა ყველაზე მაღალია სულ მცირე 2010 წლის შემდეგ, როდესაც Challenger-მა პირველად დაიწყო პერსონალის ცვლილებისთვის თვალყურის დევნება. ეს ასევე თითქმის 9%-ით აღემატებოდა 2023 წლის 301 მაჩვენებელს. უფრო მეტიც, თანამდებობიდან გათავისუფლების რიცხვი გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ შემცირდა საჯარო კომპანიების რაოდენობა.

2021 წელს დირექტორთა ყველაზე მცირე გადინება დაფიქსირდა მონაცემთა შეგროვების პერიოდში - 197.

interfax