გასული 12 თვის განმავლობაში, იგა სვიატეკმა, ეილინ გუმ და კოკო გოფმა სხვებზე მეტი გამოიმუშავეს და ჩოგბურთელები ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების ყოველწლიურ რეიტინგში კვლავ ლიდერობენ. რეიტინგს Forbes-ი აქვეყნებს.
დიდი სპორტიდან სერენა უილიამსის წასვლისა და ნაომი ოსაკას ორსულობის შემდეგ, მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სიამ ახალი ლიდერი შეიძინა - ის 22 წლის ჩოგბურთის ვარსკვლავი პოლონელი იგა შვიატეკია, რომელმაც წელს დაახლოებით $23.9 2023 მილიონი გამოიმუშავა.
რეიტინგის ისტორია 2008 წელს დაიწყო და მას შემდეგ სიის სათავეში ერთადერთი მონაწილე, რომელმაც უილიამსი და ოსაკი ჩანაცვლა, მხოლოდ მარია შარაპოვა იყო - ის ზედიზედ 8 წელი დარჩა პირველ ადგილზე, სანამ უილიამსმა არ ჩაანაცვლა 2016 წელს.
მსოფლიოს 20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენიდან თორმეტი - და ტოპ 10-დან 9 - რეიტინგში სწორედ ჩოგბურთელი მოხვდა. ოცეულს გოლფისა და ფეხბურთის 2 მონაწილე ჰყავს, ხოლო ბადმინტონს, კალათბურთს, ტანვარჯიშსა და თავისუფალი სტილით თხილამურებს - თითო.
საერთო ჯამში, ტოპ 20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენი 2023 წელს დაახლოებით $226 მილიონ დოლარით გამდიდრდა. ეს 13%-იანი კლებაა 2022 წლის 258 მილიონი დოლარიდან, მაგრამ მაჩვენებლების ვარდნა შეიძლება თითქმის მთლიანად უილიამსის წასვლას მიეწეროს.
განვითარების ძლიერი სტიმულის მიუხედავად, სპორტში ქალების ანაზღაურება ჯერ კიდევ ჩამორჩება მამაკაცებისას. 2023 წელს, Forbes-ის მიხედვით 20 საუკეთესო სპორტსმენმა მამაკაცმა ჯამში მიიღო $1,9 მილიარდი - 8-ჯერ მეტი, ვიდრე ტოპ 20-მა ქალმა.
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენების 20-ეული ასეთია:
1. იგა შვენტეკი - $23,9 მილიონი, ჩოგბურთი,
2. ეილინ გუ - $22.1 მილიონი, ფრისტაილი,
3. კოკო გაუფი - $21.7 მილიონი, ჩოგბურთი,
4. ემა რადუკანუ - $15.2 მილიონი, ჩოგბურთი,
5. ნაომი ოსაკა - $15 მილიონი, ჩოგბურთი,
6. არინა საბალენკა - $14,7 მილიონი, ჩოგბურთი,
7. ჯესიკა პეგულა - $12,5 მილიონი, ჩოგბურთი,
8. ვენუს უილიამსი - $12.2 მილიონი, ჩოგბურთი,
9. ელენა რიბაკინა - $9.5 მილიონი, ჩოგბურთი,
10. ლეილა ფერნანდესი - $8.8 მილიონი, ჩოგბურთი,
11 ნელი კორდა - $8.2 მილიონი, გოლფი,
11 მეგან რაპინო - $8.2 მილიონი, ფეხბურთი,
13. კენდის პარკერი - $8.1 მილიონი, კალათბურთი,
14. ალექს მორგანი - $7.8 მილიონი, ფეხბურთი,
15. ჩინვენ ჩჟენი - $7.2 მილიონი, ჩოგბურთი,
16 სიმონა ბაილზი - $7.1 მილიონი, ტანვარჯიში,
17 პუსარლა ვენკატა სინდჰუ - $7.1 მილიონი, ბადმინტონი,
18. ონს ჟაბერი - $5.7 მილიონი, ჩოგბურთი,
19. ბრუკ ჰენდერსონი - $5.4 მილიონი, გოლფი,
20. მარკეტა ვონდროსოვა - $5.2 მილიონი, ჩოგბურთი.