თებერვლის მიწისძვრების და მიმდინარე გლობალური ეკონომიკური კრიზისის უარყოფითი შედეგების მიუხედავად, 2023 წელს თურქეთის ექსპორტი $255 მლრდ მიაღწევს.

ამის შესახებ თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა ომერ ბოლატმა სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე განაცხადა.

მისი თქმით, 2030 წელს საშუალოვადიანი ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელების შემდეგ თურქეთის ექსპორტი $300 მლრდ-ს გადააჭარბებს.