2023 წელს Turkish Airlines-მა 83,4 მილიონი მგზავრი გადაიყვანა, რაც ავიაკომპანიისთვის ისტორიული რეკორდია. აღნიშნული ინფორმაცია თურქულ მედიაში გავრცელდა. 

ეს მაჩვენებელი 2022 წლის მონაცემებს 16,1%-ით აღემატება.

რაც შეეხება განვლილ მანძილს, 2023 წელს Turkish Airlines-მა (ჯამურად) 234,8 მილიარდი კმ გაიარა, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 16,4%-ით (201,8 მილიარდი კმ) აღემატება.