გასულ წელს რუსეთის უმდიდრესი ადამიანების ქონება 50 მილიარდ დოლარზე მეტით გაიზარდა; Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემების მიხედვით, Лукойл-ის დამფუძნებელი ვაგიტ ალეკპეროვი რუს მილიარდერებს შორის ყველაზე მეტად გამდიდრდა.

ყველაზე მეტად შემდეგი რუსი ოლიგარქები გამდიდრდნენ:

Лукойл-ის დამფუძნებელი ვაგიტ ალეკპეროვი - + $9,29 მილიარდი (სულ $24,7 მილიარდი);

Еврохим-ის და СУЭК -ის თანადამფუძნებელი ანდრეი მელნიჩენკო - +$5,67 მილიარდი (სულ $17,42 მილიარდი);

НЛМК -ის დამფუძნებელი ვლადიმერ ლისინი - + $4,08 მილიარდი (სულ $23,9 მილიარდი);

Лукойл-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლეონიდ ფედუნი - +3,91 მილიარდი დოლარი (სულ 9,78 მილიარდი დოლარი);

Новатека-ის ხელმძღვანელი ლეონიდ მიხელსონი - + $2,83 მილიარდი (სულ $27,5 მილიარდი).

ყველაზე დიდი ზარალი Акрона-ის მთავარმა აქციონერმა ვიაჩესლავ კანტორმა განიცადა - მისი ქონება 149 მილიონი დოლარით შემცირდა, 6,21 მილიარდ დოლარამდე.

ნორნიკელის მფლობელი, ოლიგარქი ვლადიმერ პოტანინი უმდიდრესი რუსად რჩება, მისი ქონება 2,5 მილიარდი დოლარით, 31,1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.