2023 წელს მსოფლიოში მიგრაციულ მარშრუტებზე 8 565 ადამიანი დაიღუპა, რაც 2014 წლის აღრიცხვის დაწყების შემდეგ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს მიგრაციის საერთაშორისო სააგენტოს პროექტი „დაკარგული მიგრანტები“ ავრცელებს.

წინა წელთან შედარებით 2023 წელს დაღუპული მიგრანტების რაოდენობა 20%-ითაა გაზრდილი. დაღუპული მიგრანტების საერთო რაოდენობიდან ნახევარი დაიხრჩო, 9% ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა, 7% კი ძალადობას ემსხვერპლა.

ანგარიშის მიხედვით, ხმელთაშუა ზღვა კვლავ ყველაზე სახიფათო მიგრაციულ მარშრუტად რჩება, გასულ წელს იქ, სულ მცირე, 3 129 ადამიანი დაიღუპა.